გაკვეთილის გეგმა
მასწავლებლის სახელი, გვარი: ეკა ასანაშვილი
საგანი: მათემატიკა
სწავლების საფეხური: საბაზო, II კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა: 15
გაკვეთილის თემა: მოქმედებები ორნიშნა რიცხვებზე.
გაკვეთილის მიზანი: მოსწავლემ შეძლოს გათამაშებულ სიტუაციაში ფულის ნიშნების
გამოყენება, სეზონის მიხედვით ტანისამოსის შერჩევა.
გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგი: მოსწავლე შეძლებს
ცხოვრებისეულ სიტუაციასთან - ყიდვასთან დაკავშირებული ამოცანის გადაწყვეტას.
სტანდარტი:
მათ. II.5. მოსწავლეს შეუძლია რიცხვებისა და მათზე მოქმედებების
გამოყენება გამოთვლებზე ამოცანების ამოხსნისას.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ
მოსწავლე:
·
ამოცანის პირობის მიხედვით
განსაზღვრავს, თუ რა არის მოცემული და რა არის საძებნი;
·
ირჩევს შესაბამის მოქმედებას, მისი
შესრულების ხერხს ან მოდელს მარტივი ამოცანის ამოსახსნელად (მაგალითად, შეკრება,
გამოკლება, გაორმაგება, ან განახევრება; ერთეულის ბიჯით წინ ან უკუთვლა; საგანთა
გროვა ან რიცხვითი კიბე);
·
განასხვავებს, ასახელებს და
რეალურ/გათამაშებულ ვითარებაში
იყენებს ეროვნული ფულის ნიშნებს (მონეტები და ბანკნოტები 100-ის ფარგლებში).
ბუნ.II.4.მოსწავლეს შეუძლია სეზონური მოვლენების დახასიათება.
შედეგი
თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
თანმიმდევრობით ჩამოთვლის
სეზონებს და თვეებს;
·
ერთმანეთს ადარებს სეზონებს, საუბრობს მათ განმასხვავებელ ნიშნებზე,
აკეთებს კოლაჟებს, ჩანახატებს და სხვა;
·
ახარისხებს ტანსაცმელს
სეზონების მიხედვით;
წინარე ცოდნა: მოსწავლე ცნობს და შეუძლია ქართული ფულის ნიშნების
გამოყენება, მოსწავლეს შეუძლია 100-მდე რიცხვებზე მოქმედებების შესრულება და შედარება.
გაკვეთილის ტიპი: ინტეგრირებული გაკვეთილი
N
|
აქტივობის მიზანი
|
გამოყენებული მეთოდი/მეთოდები
|
კლასის ორგანიზების
ფორმა/ფორმები
|
სასწავლო რესურსი
|
დრო(წთ)
|
1
|
საორგანიზაციო საკითხების
მოგვარება; გაკვეთილის თემის და მიზნის გაცნობა.
|
ვერბალური
|
საერთო საკლასო
|
3 წთ
|
|
2
|
წელიწადის დროების
და თვეების ჩამოთვლა; სეზონების დახასიათება, სეზონური ცვლილებების შედარება ვიზუალურად
და ტემპერატურების მიხედვით.
|
კითხვა - პასუხი
|
საერთო საკლასო
|
სლაიდშოუ
|
4 წთ
|
3
|
კლასს გავყოფ 4
ჯგუფად. თითოეულ ჯგუფს გადავცემ კონვერტს, რომელშიც მოთავსებული იქნება სეზონის დასახელება
და ფულის ნიშნები. მათ უნდა დათვალონ ფული და ჩაიწერონ რამდენი ლარი აქვთ. ჯგუფებში
აგრეთვე გადავცემ 3-3 ცალ ამობეჟდილ თაბახის ფურცელს, საიდანაც ერთზე იქნება დახატული
სხვადასხვა სეზონის ფეხსაცმელი, მეორეზე ზედა ტანსაცმელი, მესამეზე ქვედა ტანსაცმელი.
თითოეულ ჩასაცმელს ქვეშ მიწერილი ექნება ფასი. მოსწავლეებს დავავალებ, აქ ნაჩვენები
ჩასაცმელები-დან,
თითო ფურცლიდან აირჩიონ თითო ცალი, ისე, რომ სამივე სახის ჩასაცმელის საყიდად იმყოფინონ
კონვერტში ჩადებული თანხა. შემდეგ ფლიპჩარტზე დააწერონ სეზონის სახელწოდება და თანხა,
რაც აქვთ სახარჯოდ, ამოჭრან და დააწებონ შესაბამისი თანხის მითითებით, შემდეგ კი
გააკეთონ პრეზენტაცია.
|
პრაქტიკული მუშაობა
|
ჯგუფური მუშაობა
|
კონვერტები, რომლებშიც
მოთავსებულია ფულის ნიშნები. ფურცლები ტანსაცმლის ნახატებით
|
15 წთ
|
მოსწავლეები გააკეთებენ
ჯგუფის ნამუშევრების პრეზენტაციას. თითოეულ ჯგუფს დააკვირდება მასზე მიმაგრებული
ჯგუფის წევრები, რომლებიც პრეზენტაციის ბოლოს გააკეთებენ ანალიზს, სწორად შეარჩიეს
თუ არა წარმოდგენილი ჯგუფის წევრებმა სეზონის შესაბამისი ტანსაცმელი, სწორად ჩაატარეს
თუ არა გამოთვლები.
|
პრეზენტაცია
|
საერთო საკლასო
|
მოსწავლეების ნამუშევრები
|
16 წთ
(თითოეულ ჯგუფს
3-3 წთ პრეზენტაციისთვის და 1-1 წთ ანალიზისთვის)
|
|
მოსწავლეთა თვითშეფასების
გაკეთება - თითოეული მოსწავლე შეაფასებს საკუთარ წვლილს ჯგუფის მუშაობაში
|
ვერბალური
|
საერთო საკლასო
|
-
|
5 წთ
|
|
No comments:
Post a Comment