სასწავლო პროექტი

                       

                 
                                                          პროექტის გეგმა - არქიტექტურული ნაგებობები ჩვენს ირგვლივ
პროექტის სახელწოდება: გეომეტრიული ფიგურებით შექმნილი არქიტექტურული ნაგებობები ჩვენს ირგვლივ.
პროექტის მთავარი იდეა:  მოსწავლეების აზროვნების განვითარება ბრტყელი და სივრცითი ფიგურების მიმართ.  მათი ცხოვრებაში  გამოყენება და აღქმა.
პროექტის აქტუალობა:  მოსწავლეები  მიხვდებიან და გაიაზრებენ, რომ ნაგებობები გეომეტრიული  ფიგურებია და  უამრავი სხვადასხვა ფორმის გეომეტრიული ფიგურა გვხვდება ჩვენს ირგვლივ.  გეომეტრიული ფიგურები  გვხვდება არქიტექტურულ   ძეგლებშიც.
 პროექტის მიზნები:
·         განივითარონ შესაბამის გეომეტრიული ტერმინების გამოყენების უნარი.
·         არქიტექტურულ ნამუშევარში  სივრცით და ბრტყელი ფიგურების  აღქმის უნარ-ჩვევა.
·          შემოქმედებითი უნარების განვითარება.
·          თანამშრომლობითი უნარების განვითარება.
მონაწილეთა ასაკი:   9-10 წელი
ვადები/ ხანგრძლივობა:  10 დღე
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას:  მოსწავლეებს გამოუმუშავდებათ  დოკუმენტის შექმნის უნარი, გააცნობიერებენ გეომეტრიული ფიგურების მნიშვნელობას, გეომეტრიული ფიგურების როლს სხვადასხვა ნაგებობის უნიკალურობაში.  გაუღრმავდებათ ცოდნა  და სივრცითი გეომეტრიული ფიგურების სწრაფად აღქმის და გააზრებს უნარი .  მოამზადებენ:
·         პრეზენტაციას
·         ფოტოალბომი  და ვიდეო მასალას
·         სლაიდ შოუს
·         ნახატებს და ჩანახატებს.
პროექტის საჭირო ძირითადი რესურსები: კომპიუტერი, სახელმძღვანელო, თაბახის ფურცლები, პროექტორი, ფოტოაპარატი, კალამი, ფერადი წებოვანი ფურცლები.
პროექტის მსვლელობა: კლასს დავყოფ სამ ჯგუფად, თითოეულ ჯგუფს მივცემ დავალებას:
I ჯგუფი - დავალებ დაათვალიერონ სოფელ შინდისში არსებული ტაძრები, გადაიღონ ფოტოსურათები, დაადგინონ ტაძრების მშენებლობაში გამოყენებული ბრტყელი და სივრცითი გეომეტრიული ფიგურები. მოამზადონ შესაბამის თემაზე პრეზენტაცია
II ჯგუფი- დავავალებ მოიძიონ სურათები და ინფორმაცია საქართველოში არსებულ არქიტექტურულ ძეგლებში და განსხვავებული არქიტექტურის ნაგებობებში (ფილარმონია) გამოყენებული გეომეტრიული ფიგურების შესახებ.
III ჯგუფი -  დავავალებ მოიძიონ სურათები და ინფორმაცია მსოფლიოში არსებულ არქიტექტურულ ძეგლებში და განსხვავებული არქიტექტურის ნაგებობებში (პიზა, კოლიზეუმი) გამოყენებული გეომეტრიული ფიგურების შესახებ.
საგნებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
მათ. III.8. მოსწავლეს შეუძლია გეომეტრიული ფიგურის ამოცნობა და აღწერა
მათ. III.9. მოსწავლეს შეუძლია ბრტყელი ფიგურების გრაფიკული გამოსახულებებისა და მოდელების შექმნა
პროექტის ხელმძღვანელი: ეკა ასანაშვილი
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: asanashvili.e@gmail.com
პროექტის ვებგვერდი/ბლოგი: ekaasanashvilimeoredone.blogspot.com

No comments:

Post a Comment

ისტ-ის გამოყენება საგაკვეთილო პროცესში

                    ისტ-ის გამოყენებას დიდი მნიშვნელობა აქვს საგაკვეთილო პროცესში. ვიზუალური მასალით ასახსნელი თემა ხდება ადვილად აღსაქმელი ...